პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთი ქალაქის/სოფლის ეკოლოგიურ პრობლემებს, გაეცნობიან კლიმატის ცვლილებების მიზეზებს. ერთად დასახავენ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს.
მიზნები:
1. მოსწავლეებში კლიმატის ცვლილებების გამომწვევი მიზეზების შესახებ ცნობიერების
ამაღლება.
2. კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარება.
პროექტის მიმდინარეობა
მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზნებსა და დაგეგმილ აქტივობებს. დავყოფ მათ ჯგუფებად და გავუნაწილებ დავალებებს:
1. Microsoft
Forms კითხვარის გამოყენებით პროექტის დასაწყისში და დასრულების
შემდეგ ჩავატარებ გამოკითხვას მოსწავლეებში კლიმატის ცვლილებების ცნობიერების დონის
დადგენის მიზნით.
2. მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას კლიმატის ცვლილებების გამომწვევი
მიზეზების შესახებ.
3. გააკეთებენ პრეზენტაციებს თავიანთი ქალაქის/სოფლის ეკოლოგიური პრობლემების
შესახებ.
4. შეადგენენ ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემების რუკას.
5. ჩატარდება ვირტუალური გამოფენა თემაზე ,,კლიმატის ცვლილება“.
მოსალოდნელი შედეგები
1. ჩატარდება კვლევა.
2. მოსწავლეები შექმნიან ელ.რესურსებს.
3. შეადგენენ ეკოლოგიური პრობლემების რუკას.
4. ჩატარდება ვირტუალური გამოფენა.
5. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას კლიმატის ცვლილებების შესახებ.
6. გაიუმჯობესებენ
კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий